კავკასიური ჯვრიანა (Pelodytes caucasicus), წყალხმელეთა ცხოველი უკუდო ამფიბიების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 55 მმ აღწევს. წენგოსფერი, მუქკოპლებიანი ზურგი და მოთეთრო მუცელი აქვს. გავრცელებულია კავკასიონის მთის ტყეებში, მცირე კავკასიონზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასავლეთით. იმ ადგილებში, სადაც ნალექები წელიწადში 1000 მმ-ზე ნაკლებია, არ გვხვდება. ზ. დ. 2300 მ-მდე აღწევს. იკვებება მწერებით, მათი მატლებით და პატარ-პატარა უხერხემლო ცხოველებით. ივნისიდან სექტემბრამდე ყრის ქვირითს ტბორებსა და მდორე მდინარეებში. თავკომბალა მხოლოდ მომდევნო წელს ამთავრებს მეტამორფოზს. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში".
ა. ბუხნიკაშვილი