კავკასიური ჯოჯო

კავკასიური ჯოჯო

კავკასიური ჯოჯო (Laudakia caucasica), ქვეწარმავალი ჯოჯოსებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 15 სმ აღწევს. მასა – 170 გ. იკვებება მწერებითა და ფეხსახსრიანებით, მცენარეული საკვებით. გვხვდე­ბა კლდოვან და ფლატოვან ლანდშაფტებში, იშვიათად – ქვებით მოფენილ ვაკე ადგილებში. იმალება ქვების ქვეშ, ნაპრალებსა და სოროებში. გვხვდე­ბა სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქეთში და სხვ. ქვეყნებში, აგრეთვე სა­ქარ­თვე­ლოს აღმ. და სამხრ. ნაწილებში, ივრის ზეგანზე, ქართლში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მესხეთში.

ა. ბუხნიკა­შვი­ლი