კავშირის განძი

კავშირის განძი, ვერცხლის მონეტების განძი, აღმოჩნდა 1921 სოფ. კავშირში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი). ხვნის დროს ნაპოვნია 38 მონეტა (36 ც. არაბული, 2 ც. სასანური). 1924 მხო­ლოდ მათი ერთი ნაწილი აღმოჩნდა თსუ-ის ნუმიზმატიკის კაბინეტში. მოგვიანებით ისინი გადაეცა სა­ქართვ. სა­ხელმწ. მუზეუმს.

განძის შედგენილობა ­ასეთია: ა) სასანური – ხოსრო II-ის (590– 628) დროინდელი მონეტები; ბ) თაბარისტანის აბასიანი მმართველის, ომარ იბნ ალ-ალას დროს მოჭრილი თაბარისტანის ერთი 120 წლის (ჰიჯრით 155=771/72) მონეტა; გ) ომაიანი ხალიფების – ვალიდ I-ის, სულეიმანის, ჰიშამის და იაზიდ III-ის – სა­ხე­ლით შემდეგ ზარაფხანებში მოჭრილი დირჰემები: ჰორმუზი, დარაბჯერდი, საბური, ანდალუსი, ვასიტი (708–743); დ) აბასიანი ხალიფების – მანსურის, მაჰდის, რაშიდის, ამინის და მამუნის – სა­ხე­ლით შემდეგ ზარაფხანებში მოჭრილი დირჰემები: ქუფა, ბასრა, ბაღდადი, აბასია, ჯეი, მუჰამადია, კასრ-ას სალამი, ჰარუნაბადი, იფრიკია, არმინია, ზერენჯი, ბალხი, ნისაბური (754– 810). განძი ჩამარხული უნდა იყოს IX ს. მეორე ნახევარში.

ლიტ.: დ უ ნ დ უ ა  გ., ჯ ა ლ ა ღ ა ნ ი ა  ი., ქარ­თული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; ლ ო მ ო უ რ ი  თ., სასანურარაბული ფულების სამი კახური განძი, კრ.: ფულის მიმოქცევის ისტორიისათვის შუა საუკუნეების სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბ., 2005; ჯ ა ლ ა ღ ა ნ ი ა  ი., ქუფური მონეტების ტოპოგრაფია სა­ქარ­თვე­ლოში, თბ.,1972; Д ж а л а г а н и а  И. Л., Иноземная монета в денежном обращении Грузии V–VIII вв., Тб.,1979; П а х о м о в  Е. А., Клады Азербайджана и других республик и краев Кавказа, вып. 2, Баку, 1938.