იაგორ კაზალიკაშვილის სახელობის მთამსვლელობის მუზეუმი, გაიხსნა 1983 დაბა ყაზბეგში (ახლანდ. სტეფანწმინდა) მთამსვლელის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით. იგი არის ა. ყაზბეგის სახ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი და განთავსებულია კ-ის სახლში.
მუზეუმში გამოფენილია კ-ის მემორიალური ნივთები, წარმოდგენილია ფოტოგამოფენა, რ-იც ასახავს ალპინიზმის განვითარებას საქართველოში.
ლიტ.: კავკასიონზე. კრებული, შემდგ. დ. ფურცელაძე, რედ. ნ. კეცხოველი, თბ., 1959; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2004.
კ. ჯავრიშვილი
თ. ჭყონია