კაზანოვი სარდიონ დავითის ძე (1. I. 1911, სოფ. სუქანაანთუბანი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 17. XII. 1994, ვლადიკავკაზი), საბჭოთა კავშირის გმირი (30.X. 1943), სერჟანტი. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს იბრძოდა დას. ბრიანსკის და ცენტრ. ფრონტებზე. მდ. დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება. დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.
ლიტ.: Герои Советского Союза, т. 1, M., 1987.
ტ. ჩინჩილაკაშვილი