კათალიკოსთა სამართალი

კათალიკოსთა სამართალი, კანონები, რომლებიც შეადგინა დასავლეთ სა­ქარ­თვე­ლოს საეკლესიო კრებამ XVI ს. შუა წლებში. შედგება 3 ნაწილისაგან: შესავალი, კანონთა მუხლები და კრების მონაწილე პირთა ხელრთვები; შეიცავს 23 მუხლს. ძეგლი სისხლის სამართ. სჯულდებას წარმოადგენს. დანაშაულთა სახეებიდან აღსანიშნავია მეფის ღალატი, მკვლე­ლობა, კაცის გაყიდვა, ეკლესიის გატეხა, ქურდობა, რძლის შერთვა და სხვ. დაწესებულია მკაცრი სასჯელები: სიკვდილით დასჯა, ხელის მოკვეთა, გაძევება, შეჩვენება და სხვ. კ. ს-ის მთავარი წყა­როა დიდი სჯულისკანონი; გათვალისწინებულია ქართ. საეკლ. სჯულმდებლობის ტრადიციებიც და პრაქტიკაც. კ. ს. შედგენილია დას. სა­ქარ­თვე­ლოსათვის, მაგრამ იგი მთელი სა­ქარ­თვე­ლოს საეკლ. წესწყობილების დამახასიათებელი ძეგლია. კანონთა შედგენაში მონაწილეობდა „ყოვლისა სა­ქართვე­ლოს კათალიკოზ-პატრიარქი მალაქია", რის გამოც კანონთა მოქმედება ნებადართული იყო აღმ. სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

პუბლ.: ქარ­თული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1963.

ლიტ.: ჩ ი კ ვ ა ი ძ ე  დ., საეკლესიო სამართლის საკითხები, თბ., 2004.

ი. დოლიძე