კაიშაურნი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მთიულეთის არაგვის მარცხ. მხარეს, დიდველის პლატოზე. ზ. დ. 1750 მ, დუშეთიდან 75 კმ. 12 მცხ. (2014).
სოფლის ცენტრ. ნაწილში დგას მოზრდილი დარბაზული ეკლესია (სამშენებლო წარწერის მიხედვით, აგებულია 1899), ხოლო სასაფლაოზე – ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (გვიანდ. შუა საუკუნეები); კ-ის სამხრ.-აღმ-ით კი, 1,5 კმ-ზე, შუა საუკუნეების სამლოცველოა – მხედართა ხატი; სოფლის მახლობლად, კაიშაურის ველზე, მდებარეობს XIII–XIV სს. ორი ე. წ. ზურგიანი კოშკი, რ-თაგანაც ერთს – დიდველის, ხოლო მეორეს სამების ციხეს უწოდებენ.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2004.