კაკაჩა

კაკაჩა

კაკაჩა (Buteo), მტაცებელ ფრინველთა გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. ცნობილია 25 სახეობა, გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, მადაგასკარზე, ჰავაის კუნძულებზე, ამერიკაში. სა­ქარ­თვე­ლო­ში გვხვდე­ბა 3 სახეობის კ.: ჩვეულებრივი კ. (B. buteo); ველის კ. (B. rufinus); ფეხბანჯგვლიანი კ. (B. lagopus). სა­ქარ­თვე­ლოში ჩვეულებრივი კ-ს ორი ქვესახეობა გვხვდე­ბა: ქარცი კ. (B. buteo vulpinus), რ-იც მცირე კავკასიონზე ბუდობს, და კავკასიური კ. (B. buteo menetriesi), რ-იც მეტწილად დიდ კავკასიონზე გვხვდე­ბა. ზამთარში შემომფრენია ფეხბანჯგვლიანი კ. კ-ს სხეულის სიგრძე 46–57 სმ აღწევს, ფრთების შლილი – 110–130 სმ. დედალი ტანად მამალზე დიდია. იკვებებიან თაგვისებრი მღრღნელებით, პატარ-პატარა ფრინ­ველებით და სხვ. ­სასარგებლო ფრინველია, საჭიროებს და­ცვას. ველის კ. შეტანილია „სა­ქარ­თვე­ლოს წითელ ნუსხაში".

ა. ბუხნიკა­შვი­ლი

რ. ჟორდანია