კაკი

კაკი, კ ა ხ ი, სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიული პროვინციის, ჰერეთის მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი პუნქტი და მხა­რე ახლანდ. XX ს. 30-იანი წლებიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებშია. მოიცავს კა­ხის რ-ნის ტერიტორიას. ისტ. პუნქტი კ. რ-ნის ადმ. ცენტრია. პირველად იხსენიება XI ს. დასაწყისში, როგორც მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი სავაჭრო დაბა.

პოლიტ. ერთეულად ჩა­მო­ყა­ლიბდა მას შემდეგ, რაც 1604 ირანის შაჰმა აბას I-მა კა­ხე­თის მეფე ალექსანდრე II-ს ჰერეთის აღმოსავლეთი განაპირა თემი – კ. ჩამოართვა და წახურელ ლეკებს გადასცა. კ. იყოფოდა 3 ნაწილად: კახ-ბაში, კახ-ინგილო და კახ-მუალი. XVIII ს. I მეოთხედში კ-ში სა­ბო­ლოოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­და წახურელ ლეკთა ე. წ. უბატონო თემები (ელისუს, ყარადულაკის, სუვაგილისა და წახურის), რ-თაც კა­ხე­თის სამეფოს საკმაოდ დიდი ნაწილი თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციეს და დაიმორჩილეს. ასე ჩაეყარა საფუძველი შემდგომი დროის ელისუს სასულთნოს, რ-იც XIX ს. შუა ხანებში რუს. იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

1860-1917 კ. წარმოადგენდა თბილისის გუბერნიის ზაქათალის ოლქის ნაწილს. 1918-21 წლებში შედიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ნ., აღმოსავლეთ კა­ხე­თის წარსულიდან, წგ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის საკითხები, ტ. 3, თბ., 1966; პ ა პ უ ა ­შ ვ ი ­ლ ი  თ., ჭარ-ბელაქანი, თბ., 1972; მ ი ს ი ვ ე, ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970.

თ. პაპუა­შვი­ლი