კაკილაშვილი ნუგზარ (ნუკრი) შალვას ძე

ნ. კაკილაშვილი 

კაკილაშვილი ნუგზარ (ნუკრი) შალვას ძე (დ. 28. V. 1960, თბილისი), სპორტსმენი, ფეხბურთელი (ნახევარმცველი). თამაშობდა თბილისის „დინამოში" (1977–87), ლანჩხუთის „გურიაში" (1988), ბათუმის „დინამოში" (1989), თბილისის „შევარდენი 1906-ში" (1990). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 198 მატჩი (21 გოლი), სა­ქართვ. უმაღლეს ლიგაში – 12. სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981). სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). 1992–2004 იყო ბ. პაიჭაძის სახ. ეროვნ. სტადიონის დირექტორი.