კაკუჩაია ვარლამ ალექსის ძე

კაკუჩაია ვარლამ ალექსის ძე (3. XII. 1905, სოფ. დრანდა, ახლანდ. გულრიფშის მუნიციპალიტეტი, – 16. IV. 1982, მოსკოვი), საბჭოთა გენე­რალ-მაიორი (1945). II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. აფხაზეთის ასსრ (1939– 41) და საქ. სსრ შს სახ. კომისარი (1941), სსრკ შსს კომიტეტის განყ-ბის, სამმართველოს უფროსის მოად­გი­ლე (1941–43). ჩრდ. ოსეთის სა­ხელმწ. უშიშროების სახ. კომისარი-მინისტრი (1943–47); საქ. სსრ შს მინისტრი (1953 მარტი – აპ­რილი); ამიერკავკასიის სამხ. ოლქის კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი (1953 აპრ.–ივლ.). 1953–68 დაპატიმრებული იყო ე. წ. „მეგრელთა საქმეზე". დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.

ლიტ.: დ ო ლ ი ძ ე  ლ., გენერლები საქარ­თვე­ლოდან, თბ., 2003; თ უ შ უ რ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ო., ჯ ა ხ უ ა  ი., XX საუკუნის სა­ქარ­თვე­ლოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები, თბ., 2013.

ლ. დოლიძე