კალაგონი, სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჭამიასერის თემში (გურიის რეგიონი), გურიის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ხევისწყლის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 360 მ, ჩოხატაურიდან 18 კმ, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 20 კმ. 33 მცხ. (2014).