დავით ანაღთი

დავით ანაღთი, დ ა ვ ი თ  ძ ლ ე ვ ა მ ო ს ი ლ ი (V ს. დასასრ. – VI ს. I ნახ.), სომეხი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი. ალექსანდრიის ნეოპლატონური სკოლის წარმომადგენელი.

მოღვაწეობდა ალექსანდრიაში, შემდეგ – სომხეთში. შრომებში: „ფილოსოფიის განსაზღვრებანი", „არისტოტელეს ანალიტიკის განმარტება" (უკანასკნელის მხოლოდ სომხ. თარგმანია შემორჩენილი) და სხვ. იცავდა ნეოპლატონური სკოლის პრინციპებს.

გადმოცემით, სიცოცხლის ბოლო წლები საქართველოში გაუტარებია. განსხვავებით ლ. მელიქსეთ-ბეგისაგან, რ-იც დ. ა-ს დავით გარეჯელთან აიგივებდა, შ. ნუცუბიძე თვლიდა, რომ იგი იყო მე-14 სირიელი მამა, პეტრე იბერის ერთ-ერთი მოწაფე, რ-ის ნაშრომების ქართულად თარგმნა XVIII ს-ში პეტრე იბერის იდეების გავლენით აიხსნება (სომხურიდან მეფე ერეკლეს ბრძანებით გადაიღეს დოსითეოს ნეკრესელმა და ფილიპე ყაითმაზაშვილმა).

უცნობ წყაროზე დაყრდნობით დავით რექტორი დ. ა-ს ათონში მოღვაწე პეტრიწის „თანამოწაფედ" თვლიდა. მ. რაფავამ დაასაბუთა, რომ დ. ა-ის ფილოს. განსაზღვრებათა წყაროა ამონიოს ჰერმიას (ბერძენი ფილოსოფოსი, V ს.) შეხედულებანი.

ლიტ.: ა მ ო ნ ი ო ს  ე რ მ ი ს ი ს თხზულებები ქართულ მწერლობაში, ნ. კეჭაღმაძის და მ. რაფავას გამოც., თბ., 1983; მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის (XVI–XIX სს.), ივ. ლოლაშვილის გამოც., თბ., 1982; თ ე ვ ზ ა ძ ე  გ., შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბ., 1996; კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980; ნ უ ც უ ბ ი ძ ე  შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1–2, თბ., 1956–58.

გ. თევზაძე