კალამბური (ფრანგ. calembour), სტილისტიკური ფიგურა, რ-იც აგებულია ფრაზაში ომონიმური (ბგერების მიხედვით ერთნაირი, მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელობის) ან პოლისემიური (მრავალმნიშვნელობიანი) სიტყვების გამოყენებით. ტიპოლ. მსგავსებას ავლენს მაჯამასთან, მაგრამ, მისგან განსხვავებით, გამიზნულია კომიკური ეფექტისათვის. კ-ით იგება მცირე ფორმის ლექსი ან მინიატიურა. ჩართულია დიალოგებშიც. კ-ის მაგალითია:
„გვასწავლეთ, საით გაფრინდა
ის ჩიტი ღვთით-მადლიანი
და მოგვაშორეთ, არ გვინდა
ეს დათვი ორ ბელიანი".
(ა. წერეთელი).
ლექსში საუბარია დათვზე, რ-საც ორი ბელი ჰყავს. ნართაულად კი ნაგულისხმებია გრიგოლ ორბელიანი.
გ. გაჩეჩილაძე