კალანდაძე ცეცილია პოლიევქტის ასული (21. VI. 1914, თბილისი, – 26. III. 2001, იქვე), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1972), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1982). 1938 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1937–38 მუშაობდა თსუ-ის ბიბლიოთეკის ბიბლიოგრ. განყ-ბის გამგედ, 1934–45 – მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის საქართვ. ფილიალში მეცნიერ თანამშრომლად. 1945–50 იყო მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული II მსოფლიო ომის ისტორიის შემსწავლელი კომისიის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, 1950-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, 1969-იდან – ამავე ინ-ტის საკვალიფიკაციო საბჭოს სწავლული მდივანი, 1996-იდან – აღმ. ევროპისა და ამიერკავკ. ხალხებთან საქართველოს ურთიერთობის განყ-ბის გამგე.
კ. იკვლევდა XX ს. 20–30-იანი წლების საქართველოში მიმდინარე კულტურული პროცესების საყურადღებო და წინააღმდეგობრივ ხასიათს, აგრეთვე დიდ ყურადღებას უთმობდა მეზობელ ხალხებთან ქართველი ერის კულტურული ურთიერთობის პრობლემების შესწავლას.
თხზ.: საქართველოს რუსეთთან შეერთების ისტორიოგრაფია, თბ., 1948; Культурная революция в Грузии, Тб., 1963; Участие грузин в культурной и общественной жизни России в I-й половине XIX века, ч. 1–2, Тб., 1979–84; Культурное строительство в Грузинской ССР (1921– 1932 гг.), т. 1. Документы и материалы, Тб., 1986 (შემდგ.).