კალატოზი, ქვიტკირის მაშენებელი. კ. ქვითხუროს იდენტური პროფესიაა. უძველეს ქართულ წერილობით ძეგლებში კ-ების და კალატოზთუხუცესების დეფინიციით გამორკვეულია ამ დარგის შინაგანი სტრუქტურა და ხელობის აქტიური ხასიათი. გვიან პერიოდში კ-მა მიიღო სახლის მაშენებლის მნიშვნელობა, რ-ის მოვალეობაში შედიოდა ქვის სახლის აშენება კირის, მიწის ან ცემენტის ხსნარით.
ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2011.
ე. ნადირაძე