კალაძე გულბათ (გულდა) კარლოს ძე

 

გ. კალაძე

კალაძე გულბათ (გულდა) კარლოს ძე (29. VIII. 1934, სოფ. ეწერი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 15. VIII. 1974, თბილისი), მოქანდაკე, გრა­ფიკოსი. სა­ქართვ. დამს. მხა­ტვა­რი (1967). დაამთავრა თბილ. სა­ხელმწ. სა­მხატვრო აკადემია (1957, ნ. კანდელაკის მოწაფე). 1957-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. კ-ის შემოქმედებისათვის ­დამახასიათებე­ლია მკვეთრად გამოხატული დეკო­რატი­ულობა, მონუმენტურობა, დახვეწილი პროპორციები. ძირითადი ნამუშევრები: „განთიადი" (1960, თაბაშირი), „მეგობრობა" (1962, ბრინჯაო); ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსისათვის შექმნილი დეკორატიულ-სკულპტურული ჯგუფი „სამაია" (1962) და „ოჯახი" (1967), „ყურძნის მტევანი" (1967, ბრინჯაო); მონუმენტური რელიეფი სასტუმრო „ივერიისათვის" თბი­ლისში (1968, ქვა), მარუხის მემორიალური კომპლექსის ბარელიეფი (1971, სა­ქართვ. კომკავშირის პრემია), წიგნის გრაფიკა: „ქარ­თული ხალხური ზღაპრები – ასი ზღაპარი" (1971), „ქარ­თული ხალხური პოეზია" (1974); დაზგური გრაფიკა: საქარ­თვე­ლოს პეიზაჟების ციკლი. შეასრულა გრაფიკული ჩანახატები საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში მოგზაურობის დროს (1959–67). 1976 თბილისში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა.