კალვათა

კალვათა, სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტის საირხის თემში (იმერეთის რეგიონი), მდ. ყვირილის ­მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 500 მ, საჩხერიდან 2 კმ. 353 მცხ. (2014). 1938 სოფლის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ძვ. წ. X–VIII სს. განძი – 6 ბრინჯაოს თოხი, 2 კოლხური ცული და ბრინჯაოს ზოდები. განეკუთვნება კოლხურ კულტურას. და­ცუ­ლია სა­ქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სა­ქართვ. მუზეუმში.