კალიასებრნი

კალიასებრნი

კალიასებრნი, კალიები (Acridoidea), მწერების ზეოჯახი სწორფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრ­ძე 9 სმ აღწევს. აქვთ ორი წყვილი ფრთა ან სულ უფრთოები არიან. ზოგჯერ ფრთების განვითარება დაუმთავრებელია. უკანა ფეხებს სახტომად იყენებენ. კალია ზედა ფრთების გამსხვილებულ ძარღვებზე უკანა კიდურების ხახუნით გამოსცემს ჭრიჭინა ბგერებს. მუცლის პირველი სეგმენტის გვერდებზე მდებარეობს კარგად განვითარებული სმენის ორგანოები. მათ მოკლე კვერცხსადები აქვთ. კვერცხებს დებენ გროვებად, რ-ებიც ქაფისებრი სითხის გარსშია გახვეული. გაცივებისას სითხე მკვრივდება. მატლები გაზაფხულზე იჩეკებიან. კანს 4–7-ჯერ იცვლიან. ზეოჯახში 10000-მდე სახეობაა. კალიების მრავალი სახეობა დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას. საქარ­თვე­ლო­ში ყველაზე მავნე სახეობებია ეგვიპტური კალია (Anacridium aegypticum), იტალიური კალია (Caliliptamus italicus), მაროკოს კალია (Dociostaurus maroccanus), გადამფრენი, ანუ აზიური კალია (Locusta migratoria).

ე. აბაშიძე