კალინინი მიხეილ ივანეს ძე

კალინინი მიხეილ ივანეს ძე [7(19). X. 1875, სოფ. ვერხნიაია ტროიცა, ახლანდ. ტვერის ოლქი, – 3. VI. 1946, მოსკოვი), საბჭოთა სახელმწიფო და პოლიტიკური მო­ღვაწე. სოციალისტური შრომის გმირი (1944). რევ. მოძრაობაში ჩაება 1896-იდან (1903-იდან – ბოლშევიკი). ჩამოაყა­ლიბა მარქსისტული წრე, რ-იც შედიოდა პეტერბურგის „მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის ბრძოლის კავშირში“. 1899 ივლისში დააპატიმრეს და 10 თვის პატიმრობის შემდეგ ­თბილისში გადაასახლეს. აქ მუშაობდა ამიერ­კავკ. რკინიგზის მთავარ სა­ხელოსნოებში, შევიდა თბილ. ს.-დ. ორგანიზაციის ცენტრ. ჯგუფში, მონაწილეობდა მუშათა გაფიცვის მოწყობაში (1900 აგვ.), რისთვისაც დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, 1901 კი რეველში (ტალინი) გადაასახლეს. 1917 სექ-ტში ქ. პეტროგრადის სა­ხელმწ. სათათბიროში აირჩიეს, აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის 1917 ოქტომბრის გადატრიალებაში, რ-ის შემდეგ პეტროგრადის ქალაქის თავად დაინიშნა. 1919-იდან იყო სრულიად რუსეთის ცენტრ. აღმასრ. კომიტეტის (ცაკ) თავ-რე, 1922 დეკემბერში, სსრკ-ის შექმნის შემდეგ, აირჩიეს სსრკ ცაკ-ის თავრედ, 1926-იდან – საკ. კპ (ბ) ცკის პოლიტბიუროს წევრად. 1927 წ. 26 ივნისს დაესწრო ზაჰესის საზეიმო გახსნას, აამუშავა პირველი ტურბინა. 1938–46 სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავრე. იყო ი. ბ. სტალინის უახლოეს პოლიტ. გარემოცვაში. 30–40-იან წლებში მონა­წილეობდა მასობრივი რეპრესიების სანქცირებაში.

უ. ბლუაშვილი