ალ-კალკაშანდი

(1355–1418), არა­ბი ავტორი, ენციკლოპედისტი. თავისი 14-ტომიანი კაპიტალური ნაშრომი „განთიადი წე­რის ხელოვნებაში" („სუბჰ ალ-ა'შა ფი სინა'ათ ალ-ინშა") დაასრულა 1412, სრული სახით დაიბეჭდა 1913–20 კაიროში. თხზულება 10 ნაწილად (მაკალა) იყოფა. მეორე ნაწილში (ტ. III–IV) მოცემულია მასალა სა­ქარ­თვე­ლოს ისტ. და გეოგრ. შე­სა­ხებ; ოლქებისა და ქალაქების, სავაჭრო გზებისა და სხვ. აღწერა. ნაშრომში საყურადღებო ცნობებია სა­ქარ­თვე­ლო-ეგვიპტის, ასევე სა­ქართვ. მეფისა და ირანის ილხანების ურ­თი­ერ­თო­ბის ისტორიისათვის. ალ-კ-ის თხრობა ეყრდნობა ელომარის (გ. 1348) ნაშრომს. ალ-კ-ის წყაროს ცნობით, ჩობანს (მონღ. ყაენის ვეზირი, გ. 1327) იმდენი დახმარება გაუწე­ვია გიორგი V ბრწყინ­ვალისათვის, რომ მეფე მას თავისი სამხ. ძალის საყრდენად და განსაცდელთა გამაქარწყლებ­ლად თვლიდა. ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ამოკრიბა და რუსულად თარგმნა ვ. ტიზენჰაუზენმა [Заметка Элькалькашанди о грузинах («Записки Восточного отделения Имп. русского археологического общества»., СПб, 1886, т. 1, вып. III], ხოლო ეგვიპტის სულთნის კარზე შემუშავებული ­ქართვ. მეფეებისადმი მიმართვის წესის არაბული ტექსტი შეტანილია გ. წერეთლის არაბ. ქრესტომათიაში (არაბული ქრესტომათია, თბ., 1949); მისი ქარ­თული თარგმანი დაბეჭდეს ივ. ჯავახიშვილმა, ა. მენთეშაშვილმა და სხვ.

ლიტ.: მ ე ნ თ ე შ ა ­შ ვ ი ­ლ ი ა., სა­ქართვე­ლოს და ეგვიპტის ისტორიის ურთიერთობიდან, «დროშა», 1958, №9; საქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ს ი ლ ა გ ა ძ ე  ბ ., მასალები სა­ქარ­თვე­ლო-ეგვიპტის ურ­თი­ერ­თო­ბის ისტორიისათვის, «ქარ­თული წყაროთმცოდნეობა», 1968, ტ. [2]; ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.

გ. ჯაფარიძე