კალნიცკი მიხეილ ნიკოლოზის ძე (6. XI. 1870, თბილისი, – 29. VI. 1960, პარიზი), რუსეთის არმიის გენ.-ლეიტენანტი (1917). დაამთავრა თბილ. კლასიკური გიმნაზია. რუსეთ-იაპონიის (1904– 05), I მსოფლიო (1914–18), სამოქალაქო ომების მონაწილე. გენ.-მ. 1914-იდან. 1912–14 იყო ქართ. მე-14 გრენადერთა პოლკის მეთაური, კავკასიის მე-5 კორპუსის შტაბის უფროსი (1916), 123-ე დივიზიის უფროსი (1917), თეთრი მოძრაობის მე-5 საკავალერიო კორპუსის მეთაური (1919). 1920-იდან ემიგრაციაში წავიდა.
ლ. დოლიძე