კალოევი ზაურ გრიგოლის ძე (24 III. 1931, თბილისი, – 23. XII. 1997, იქვე), სპორტსმენი, ფეხბურთელი (თავდამსხმელი). ევროპის ჩემპიონი (1960), სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1963). დაამთავრა თსუ (1963). თამაშობდა თბილისის „სპარტაკში“ (1950–51), თბილისის „დინამოში“ (1952–56, 1959–63), ასევე მოსკოვის „ლოკომოტივში“ (1957–58). სსრკ ჩემპიონატების მეორე (1953) და მესამე (1959, 1962) ადგილის მფლობელი. სსრკ-ის ნაკრების წევრი. გ. ფედოტოვის კლუბის წევრი (139 გოლი). სსრკ თასის მფლობელი (1957) და ფინალისტი (1960). სსრკ ჩემპიონატის ბომბარდირი (1959, 1960). გამორჩეული იყო მისი თავით თამაში. ცხინვალის „სპარტაკის", ჭიათურის „მაღაროელის" (1968–70), თბილ. ასკის (1973–75, 1980–83), მცხეთის „არმაზის" (1986–88, 1991) მთ. მწვრთნელი და 35-ე საფეხბურთო სკოლის მწვრთნელი (1971–72). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996).