კალოთანა

კალოთანა, კალოთანისღელე, უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავ-ხევსურეთის ქედზე, ხევსურეთის არაგვის სა­თა­ვე­ში. სიმაღლე 2978 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კ-ის მიდამოები შემოსილია ალპ. მდელოებით. საცალფეხო ბილიკი გადადის ხევსურეთის არაგვის ხეობიდან მდ. წყაროსთავის (ასის ­მარჯვ. შენაკადი) ხეობაში.