კალოს მსხალი, ქართული მსხლის საზაფხულო ჯიშების საერთო სახელწოდება. გავრცელებულია სამრეწვ. მეხილეობის რ-ნებში, უმეტესად საკარმიდამო ნაკვეთებზე – სამარიობოს, საელიობოს, ივლისის მსხლისა და სხვ. სახელწოდებით. ხე სწრაფად იზრდება, განიერ-პირამიდულია. მსხმოიარობას გვიან იწყებს. უხვმოსავლიანია. ნაყოფი საშ. ზომისაა, მომრგვალო, უმეტესად ასიმეტრიული. მოყვითალო კანის ქვეშ უხვი მწვანე წერტილები აქვს. რბილობი მკვრივია, მუქი ყავისფერი, საკმაოდ წვნიანი. კარგი გემო და არომატი აქვს. ნაყოფი დიდხანს არ ინახება.
შ. დიასამიძე