კამა

კამა

კამა (Anethum), მცენარის გვა­რი ქოლგოსანთა ოჯახისა. ერთ­წლოვანი, იშვიათად ორწლო­ვანია. ღრმად დანაკვთული ფოთლები აქვს. ხმელთაშუა ზღვის აღ-მით გვხვდება 3 სახეობა. უფრო გავრცელებულია A. გრავეოლენს, ერთ­წლოვანი მცენარე. კ-ს მკვეთრი სურნელი აქვს, ყვავილედი რთული ქოლგაა, კულტივირებულია, ხშირად ველურდება და ამ სახით საქარ­თველოში ყველგანაა გავრცელებული. იყენებენ კერძებში, ­როგორც საკაზმ-სანელებელს და ეთერზეთოვან მცენარეს, აგრეთვე მწ­ნილეულის დასამზადებლად. კ. შეიცავს A პროვიტამინს, B ჯგუფის ვიტამინებს, C ვიტამინს და სხვ.