კამალოვი ნიკოლოზ გერასიმეს ძე

კამალოვი ნიკოლოზ გერასიმეს ძე [14(26). II. 1897, თელავი, – 30. II. 1986, თბილისი], პარაზიტოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1941), პროფ. (1946), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1924 დაამთავრა მოსკოვის სამედ. ინ-ტი; 1930–53 თბილისში სამედ. პარაზიტოლოგიისა და ტროპ. მედ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში მუ­შაობ­და ჰელმინთოლოგიის განყ-ბის გამგედ. 1953–63 თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტში განაგებდა ეპიდემიოლოგიის, მიკრობიოლოგიისა და ლაბორ. დიაგნოსტიკის კა­თედ­რას, ხოლო 1962–74 იყო კლინიკური ლაბორ. დიაგნოსტიკის კა­თე­დრის გამგე.

კ. შეისწავლიდა ანკილოსტომიდოზს სა­ქარ­თვე­ლო­ში; პაპატაჩისა და ლეიშმანიოზის გადამტანების საკითხებს; შეიმუშავა ამებიაზის, ლამბლიოზისა და ჰიპოქრომული ანემიის მკურნალობის მეთოდები და სხვ. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

თხზ.: სამედიცინო ­პარაზიტოლოგია, თბ., 1960 (თანაავტ.); Библиографический указатель по анкилостомидозам СССР, Тб., 1974.