კამანი

კამანი, კ ო მ ა ნ ი, სოფელი სოხუ­მის მუნიციპალიტეტის შრომის თემში (აფხაზეთის არ), მდ. გუმისთის ხეობაში. ზ. დ. 100 მ, სო­ხუმიდან 14 კმ.

არსებობს გადმოცემა, რ-ის თანახმად, კ-ში გაუვლია მაცხოვრის სამ მოწაფეს: ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელსა და მოციქულ ბართლომეს; აქ აღავლინა თავისი უკანასკნელი ლოცვა წმ. იოანე (იოვანე) ოქროპირმა, აქვე აღმოაჩინეს რამდენჯერმე გა­და­მალული იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი. კ-ში დაკრძალულია წმ. ვასილისკო, რ-იც ქრისტიანობისთვის აწამეს (308).

კ-ში მდებარეობს XI ს-ით დათარიღებული დარბაზული ეკლესია.

აფხაზეთის კონფლიქტის დროს, 1993 წ. 5–9 ივლისს, სეპარა­ტისტებმა, რუსი სამხედროების მხარდაჭერით, აიღეს კ. და ადგი­ლობრივი მოსახლეობა გაანადგურეს, მ. შ. მღვდლები და მონაზვნები.

კ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.