კამბალა, (Scophthalmus maeoticus, Pallas, 1814); ზღვის მარილიანი წყლის ბინადარი მტაცებელი თევზი. მაქსიმალური სიგრძე – 70 სმ, მასა – 9 კგ (იშვიათად 12 კგ). სქესობრივად მწიფდება 6–11 წლის ასაკიდან. მრავლდება მარტ-ივლისში. ქვირითს ყრის პერიოდულად (2–3-ჯერ). უმეტესად იკვებება თევზებით, კიბოსნაირებითა და მოლუსკებით. გავრცელებულია შავი ზღვის მთელ სანაპიროზე. იშვიათია აზოვის ზღვაში.
სამეურნ. მნიშვნელობის თევზია. დღეისათვის მარაგი ძლიერ შემცირებულია. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) მიერ არ არის შეფასებული (NE).
ლიტ.: ნინუა ნ., ჯ ა ფ ო შ ვ ი ლ ი ბ., ბ ო ჭ ო რ ი შ ვ ი ლ ი ვ., საქართველოს თევზები, თბ., 2013; Богуцкая Н., Насека А., Каталог безчелюстных и рыб, М., 2004; Световедов А., Рыбы Черного моря, М., 1964.
ნ. ნინუა