კამბერლენი იოსებ

კამბერლენი (Camberlan) იოსებ (1766, ანტვერპენი,– 1821, თბილისი), მოქანდაკე, არქიტექტორი. პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი (1809). სწავლობდა ანტვერპენის აკადემიაში, შემდეგ კი – პარიზში. 1798 დაბრუნდა სამშობლოში. 1805-იდან მოღვაწეობდა პეტერბურგში. 1816 დაინიშნა სა­ქართვ. საგუბერნიო არქიტექტორად. 1817 კ-მა, რ-იც იყო ნიდერლანდების მოქალაქე, მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა. ძირითადად მოქანდაკედ მუ­შა­ობდა. მან სხვებთან ერთად მიიღო მონაწილეობა ბირჟის შენობისა და როსტრალური კოლონების სკულპტურულ გაფორმებაში (1805–10, არქიტ. ტომა დე ტო­მონი); შეადგინა სამხ. სკოლის ფრონტონის პროექტი პეტერბურგ­ში (დაახლ. 20,0 მ × 4,5 მ). თბილისში ცნობილია მის მიერ შესრულებული ერთადერთი პროექტი – თეკლა ბატონი­შვი­ლის სახლი. პროექტი (ორი ფასადი) დათარიღებულია 1819 წ. 27 მარტით (ძვ. სტილით). და­ცუ­ლია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება. 1801–1917 წლები, ტ. 2, თბ., 1963; Русский биографический словарь, СПб., 1897.

თ. გერსამია