კამენსკი ვასილ ვასილის ძე

კამენსკი ვასილ ვასილის ძე [5(17). IV. 1884, პერმის მახლობლად, – 11. XI. 1961, მოსკოვი], რუსი პოეტი. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1904-იდან. 1914 „კუბოფუტურისტების" ჯგუფთან (ვ. მაიაკოვსკი, დ. ბურლიუკი) ერთად იმოგზაურა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მისი ადრეული ლექსები ფუტურისტული ხასიათისაა. კ-ის მთავარი ნაწარმოებებია: პოემები „სტენკა რაზინი" (1912–20), „ემელი­ან პუგაჩოვი" (1931), „ივანე ბოლოტნიკოვი" (1934). სა­ქარ­თვე­ლოს თე­მატიკას ეხება კ-ის ­ლექსები: „თბილისი", „მატარებელი მიგვაქროლებს", „არ შემიძლია უთ­ბილისოდ", „აჭა­რისტანი", "წე­რილი სორენტოში" და სხვ.

თხზ.: Юность Маяковского, Тфл., 1931; Путь энтузиаста. Автобиографическая повесть, Пермь, 1968; Стихи, М., 1977.

დ. თუხარელი