კამერული ორკესტრი, მუსიკალური კოლექტივი, შედგება 12–30 შემსრულებლისაგან, რ-თა ძირითად ბირთვს სიმებიან საკრავებზე შემსრულებლები წარმოადგენენ. ზოგჯერ ნაწარმოები სრულდება უდირიჟოროდ, მის ფუნქციას ასრულებს პირველი ვიოლინო. საქართველოში კ. ო. დაარსდა 1963 (ხელმძღვ. გ. აზმაიფარაშვილი). 1967 მიენიჭა საქართველოს სახელმწ. ორკესტრის სტატუსი. პირველი კონცერტი გაიმართა 1964. 1967-იდან კ. ო. ფილარმონიის უწყებაში შევიდა. 1968–73 ორკესტრს ხელმძღვანელობდნენ მ. იაშვილი და ი. პოლიტკოვსკი. ამ პერიოდში ორკესტრმა წარმატებას მიაღწია „ბახის ფესტივალზე" ქ. ლაიფციგსა (1970) და ჰენდელის სახ. ფესტივალზე ქ. ჰალეში (1973). ხანმოკლე დროით ორკესტრს ხელმძღვანელობდნენ შ. შილაკაძე და ტ. დუგლაძე, 1974–80 – ე. სანაძე, ხოლო 1981–97 – ლ. ისაკაძე. ამ პერიოდში საგრძნობლად ამაღლდა ორკესტრის საშემსრულებლო ოსტატობა.