კამკამიძე ანატოლი მიხეილის ძე

კამკამიძე ანატოლი მიხეილის ძე (7. VI. 1936, სოფ. ღარი­ხე­ვი, ახლანდ. ხარაგაულის ­მუნიციპალიტეტი, – 23. VI. 1999, ლვოვი, უკრაინა), რუსეთის არმიის გენ.-პოლკოვნიკი (1992). 1957 დაამთავრა ოდესის კ. ვოროშილოვის სახ. სამხ. სასწავლებელი. მსახურობდა საბჭოთა ჯარების დაჯგუფებაში გერმანიის დემოკრატიულ ­რესპუბლიკაში. 1970 დაამთავრა მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემია და დაინიშნა მოტო­მსროლელი პოლკის (1972), შემდეგ კი მოტომსროლელი დივიზიის მეთაურად (1974). გენ.-მაიორი 1976-იდან. 1984 მიენიჭა გენ.- ლ-ის წოდება. 1981–91 იყო კარპატისპირეთის სამხ. ოლქის ჯარების სარდლის მო­ად­გი­ლე. 1992 დაბრუნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში და დაინიშნა თავდაცვის მინისტრის პირველ მო­ად­გი­ლედ. 1992–93 იყო სა­ქარ­თვე­ლოს შეიარაღებული ძალების სარდალი.

ლ. დოლიძე