კამური თეთრი, ქართული ვაზის ჯიში. მიეკუთვნება გურიის ვაზთა ჯიშების ჯგუფს. ნაყოფი თეთრია, სუფრისა, ლამაზი მარცვალი და მტევანი აქვს, კარგად ინახება. ერთეული ძირების სახით გვხვდება გურიასა და იმერეთში. ჯიში დაცული იყო საქართვ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. და სას.-სამ. ინ-ტების საკოლექციო ვენახებში.
ვ. გოცირიძე