კანატია

კანატია, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), გუდამაყრის ქედის აღმ. კალთაზე, ფშავის არაგვის ხეობაში. ზ. დ. 1400 მ, დუშეთიდან 32 კმ. 18 მცხ. (2014).

სოფლის მიდამოებში, მდ. ფშავის არაგვის ­მარჯვ. ნაპირზე, კუდოს მთაზე, მდებარეობს VIII–IX სს. წმ. გიორგის ეკლესია, ხოლო გუდამაყრის ქედის აღმ. კალთაზე – ჭალის ეკლესია, რ-იც შუა საუკუნეებს განეკუთვნება.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2004.