კანაფი

კანაფი

კანაფი (Cannabis), ერთწლოვანი ბოჭკოვანი მცენარის გვარი კანაფისებრთა ოჯახისა. ცნობილია ჩვეულებრივი კ. . (C. sativa), ინდური კ. (C. indica), ველური კ. (C. ruderalis) და ამერიკული კ. (C. Americana). ჩვეულებრივი კ. ორსახლიანია (მამრობითი და მდედრობითი), ღერო სწორია (0,5–4 მ სიმაღლის), ფესვი – მთავარღერძიანი, ფოთოლი – დანაკვთული, მწვანე. მამრობითი კ-ის ყვავილები საგველა ყვავილედია, მდედრობითი კისა – თავაკისებრი. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭაა. კ. იზრდება ჭარბტენიან ნიადაგზე. მოჰყავთ ბოჭკოს მისაღებად. მამრობითი კ-ისგან და ტექ. სიმწიფის პერიოდის მდედრობითი კ-ისგან იღებენ ბოჭკოს (ქერელს), რ-ისგანაც ამზადებენ ქსოვილს. კ-ის სამშობლოა ­ცენტრ. აზია, მოჰყავთ მრავალ ქვეყანაში: რუსეთის ­ცენტრ. შავმიწა ზონაში, სამხრ. უკრაინაში, ბელარუსში, ვოლგისპირეთში, ჩრდ. კავ­კა­სიასა და დას. ციმბირში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუნებრივად გვხვდე­ბა ჩვეულებრივი და ველური კ. მისგან წნავდნენ თოკს, ქსოვდნენ ტილოს, ამზადებდნენ ზეთს, იყენებდნენ სანელებლად, განსაკუთრებით სვანეთში.

ჩვეულებრივი, ინდური და ამე­რიკული კ-ის ფოთლების, ყვა­ვილოვანი და მსხმოიარე ყლორტებისაგან მიიღება ნარკო­ტი­კული ნივთიერება კანაბისი.