კანგარი, ისტორიული ქვემო ქართლის (გოგარენეს) უკიდურესი სამხრეთი მხარე. მოიცავდა მდ. დებედის (ქურდვაჭრისხევის) სათავეებში მდებარე ტერიტორიას (ახლანდ. სომხ. რესპ.). კ-ის უძველესი ცენტრი უნდა ყოფილიყო დაბა გოგარანი (ახლანდ. გუგარქი). V ს. 80-იან წლებში, სპარსელებთან ერთობლივი ბრძოლის წინ, მეფე ვახტანგ გორგასალი ქართლის ლაშქრით აქ შეხვდა მსხვილ სომეხ ნახარარს (ფეოდალს) – ვაჰან მამიკონიანს.
დ. მუსხელიშვილი