კანდელაკი ჯუანშერ ირაკლის ძე

კანდელაკი ჯუანშერ ირაკლის ძე (4. XI. 1925, თბილისი, – 1. VI. 1988, იქვე), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1966), პროფესორი (1970). სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემიის ლაურეატი (1975). 1947 დაამთავრა თსსი. 1968–75 იყო აკად. კ. ერის­თა­ვის სახ. ექსპერ. და კლინ. ქირურგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში სისხლძარღვთა ქირურგიის განყ-ბის ხელმძღვანელი.

კ. ითვლება სისხლძარღვთა ქირურგიის დანერგვისა და განვითარების, აგრეთვე თირკმლის ჰემოდიალიზისა და თირკმლის გადანერგვის ერთ-ერთ ფუძემდებლად. მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლილი მიუძღვის მუცლის აორტისა და მისი დისტალური ტოტების აღდგენითი ქირურგიის განვითარებასა და ვაზორენალური ჰიპერტენზიის ქირურგ. მკურნალობის საკითხების დამუშავებაში.

კ. იყო მრავალი სამეცნ. ნაშრომისა (მ. შ. 2 მონოგრაფიის) და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი.

თხზ.: К вопросу о замещении магистральных артерий аутовеной, Тб., 1969 (თანაავტ.); Резекция и пластика стенки желудочка сердца в эксперименте, Тб., 1976 (თანაავტ.).