კანტარი

კანტარი, კ ი ნ ტ ა რ ი, მასის ერთეული შუა საუკუნეებში ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. სამხრ. სა­ქარ­თვე­ლო­ში გავრცელდა ოსმალეთიდან. კ-ის სიდიდე სხვადა­სხვა ქვეყანაში სხვა­და­სხვა იყო. XIX ს-ში ახალციხის მაზრაში კ. შეადგენდა 30 ოსმალურ ბათმანს, ანუ დაახლ. 220 კგ.

გ. ჯაფარიძე