კანტატა

კანტატა (იტალ. cantata <ლათ. canto – ვმღერი), დიდი ზომის ვოკალურ-საკრავიერი ნაწარმოები სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისათვის. შედგება რამდენიმე დასრულებული ნაწილისაგან. კ. შეიძლება იყოს საზეიმო, ლირიკული, სამგლოვიარო და თხრობითი ხასიათისა. გვხვდე­ბა საერო და სასულიერო (რელიგიური) კ-ები. კ. შედგება საორკესტრო შესავლის, არიის, რეჩიტატივისა და გუნდისაგან. აღმოცენდა XVII ს. I ნახ-ში იტალიაში. განსაკუთრებით სრულყოფილი გახდა ჯ. კარისიმის, ა. სტრადელის, ა. სკარლატისა და სხვათა შემოქმედებაში. იტალ. კ. საერო ხასიათისა იყო. სას. კანტატა შეიქმნა გერმანიაში. სას. და საერო კ-ების მაღალმხატვ­რული ნიმუშები ეკუთვნის ი. ს. ბახს, XIX ს. II ნახ-ში – პ. ჩაიკოვსკის, ს. რახმანინოვს, ს. ტანეევს. ქართული კ-ის ავტორები იყვნენ: ზ. ფა­ლია­შვი­ლი, მ. ბალანჩივაძე, ო. თაქ­თაქი­შვი­ლი, რ. ლაღიძე, ნ. სვანიძე, ა. ჩიმაკაძე და სხვ.

გ. ტორაძე