კანუნნამე, კანონის წიგნი, საკანონმდებლო აქტებისა და კოდექსების საერთო სახელწოდება მუსლიმურ სახელმწიფოებში. ყველაზე ბევრი კ. შეიქმნა ოსმალეთში. ისინი ასახავდნენ ოსმალეთის სოც.-ეკონ. და პოლიტ. განვითარების ეტაპებს. პირველი სულთნების კ-ებს ჩვენამდე არ მოუღწევია. XV ს. II ნახ-ში დაიწყო მათი კრებულებად შედგენა. ცნობილია მეჰმედ II-ის, სელიმ I-ისა და სულეიმან კანუნის კ-ები. დაპყრობილი ქვეყნებისათვის შედგენილი კ-ები ითვალისწინებდა ოსმ. წესების, კერძოდ, საგადასახადო სისტემის შემოღებას. ამიტომ ზოგჯერ, ისინი წინ უსწრებდნენ საგადასახადო დავთრებს, მ. შ. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარს". ცნობილია აგრეთვე გურჯისტანის 1537–74 კ., განჯის 1727 კ. და სხვ. თურქეთში კ-ების მხოლოდ ნაწილია გამოცემული.
ვ. ჩოჩიევი