ქართული კულტურის კერა იერუსალიმში, სიონის მთაზე. 1010 ეგვიპტის სულთანმა ჰაქემმა, იერუსალიმის სხვა ქრისტ. ტაძრებთან ერთად კ-ც დაანგრია. იგი VI ს-ში იუსტინიანე კეისრის მიერ იყო აგებული ძველი ტაძრის ადგილას. კ-ს აღდგენა, ქართულ საგანმანათლებლო კერად ქცევა და მასში დედათა მონასტრის დაარსება დაკავშირებულია ბაგრატ IV-ის (1027–72) მეუღლის – ბორენას – და ასულის – მართას – სახელებთან. კ. განადგურდა 1244 ხვარაზმელების ლაშქრობის დროს, მასთან ერთად განადგურდა მონასტერში არსებული მდიდარი წიგნსაცავიც.
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართველ ქალთა კულტურულ-საგანმანათლებლო კერები საშუალო საუკუნეთა მახლობელ აღმოსავლეთში, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 4, თბ., 1957; მ ე ნ ა ბ დ ე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, II, თბ., 1980.
ე. მამისთვალიშვილი