კაპანაკიანი სტეფანე გრიგორის ძე

კაპანაკიანი სტეფანე გრიგორის ძე (8. II. 1877, თბილისი, – 4. V. 1944, იქვე), სომეხი რეჟისორი. სა­ქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1940). 1900 დაამთავრა მოსკოვის უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი. იმავდროულად ესწრებოდა დრამატულ კურსებს. სასცენო მოღვაწეობა და­იწყო თბილისში. 1904-იდან იყო თბილ. სომხური დრამ. საზ-ბის რეჟისორი. აქ კ-მა, სომხ. თეატრში პირველად, დადგა მ. გორკის „ფსკერზე" (1908). 1921 მან რეჟისორ ლ. კალანტართან ერთად თბილისში დააარსა სომხ. თეატრი (იხ. თბილისის სომხური სა­ხელმწიფო დრამატული თეატრი). 1921–22 სასცენო მეტყველებას ას­წავ­ლი­და სომხ. დრამ. სტუდიაში (მოსკოვი). მთ. რეჟისორად მუ­შა­ობ­და თბილ. სომხ. დრამ. თეატრში (1923–26, 1930–37), ბაქოს სომხ. თეატრში (1926–27), თბილ. სომხ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში (1937–44). კ-ის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო სომხ. სათეატრო კულტურის ამაღლებას, ეროვნ. სამსახიობო ხელოვნებაში რეალიზმის გაღრმავებას. თბილ. სომხ. თეატრში დადგმული გამორჩეული სპექტაკლებია: ჰ. ბერგერის „წყალდიდობა" (1923), ფ. შილერის „ვილჰელმ ტელი" (1924), ა. ლუნაჩარსკის „ცეცხლის გამჩაღებლები" (1924), ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი" (1936) და სხვ.