კაპელა (გვიანდ. ლათ. capella; იტალ. capella – საჟამნო, ეგვტერი), 1. კათოლიკურ და ანგლიკანურ არქიტექტურაში – მცირე ზომის ნაგებობა ან სათავსო, განკუთვნილი დიდგვაროვანი ოჯახის სალოცავად, მგალობელთა მოსათავსებლად. კ. ეწყობოდა ტაძრებში, ციხე-დარბაზებსა და სასახლეებში. აშენებდნენ აგრეთვე ცალკე კაპელებსაც (მაგ., სიქსტეს კაპელა). 2. საეკლესიო მგალობელთა გუნდი. სახელწოდება წარმოდგება იმ ნაგებობის სახელიდან, სადაც სრულდებოდა საეკლესიო მსახურება (გალობა). თავდაპირველად მომღერლები გალობდნენ საკრავიერი თანხლების გარეშე. აქედან წარმოდგა ტერმინი აკაპელა, რაც გულისხმობს გალობას, სიმღერას საკრავიერი თანხლების გარეშე.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი საგუნდო კ. დაარსდა 1935 (თბილისში), აკადემიური გუნდის (1921) ბაზაზე. საგუნდო კ. არსებობდა აგრეთვე სოხუმსა და ბათუმში. იხ. საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა.