კაპიკი, რუსული ხურდა მონეტა, უდრის რუბლის 1/100. თავდაპირველად (XVI ს. 30-იანი წლები) მოიჭრა ვერცხლის მონეტები. XVI–XVII სს-ში მას უფრო ხშირად ნოვგოროდკას უწოდებდნენ. 1704 პეტრე I-მა მიმოქცევაში შემოიღო სპილენძის კ. 1718-იდან ვერცხლის კ. აღარ იჭრებოდა. სსრკ-ში კ. იჭრებოდა ყვითელი ფერის სპილენძ-თუთიის შენადნობისაგან. იგი 1992-მდე საქართველოშიც მიმოიქცეოდა.