კაპიტონოვი ლევ ნიკოლოზის ძე

კაპიტონოვი ლევ ნიკოლოზის ძე (27. XII. 1910, თბილისი, – 13. XII. 1993, იქვე), სპორტსმენი (ბერძნ.-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა). სსრკ დამს. მწვრთნელი (1957). სა­ქართვ. ჩემპიონი მსუბუქ წონაში (1933–34), ამიერკავკასიის პირველობის მეორე პრიზიორი (1934). II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. საკავშ. კატეგორიის მსაჯი (1946), საკავშ. კატეგორიის საპატიო მსაჯი. სამწვრთნელო კარიერა დაიწყო 1930-იდან. მისი აღზრდილები არიან მ. ცალქალამანიძე და ო. ბლიაძე.