კაპიცა პეტრე ლეონიდეს ძე [26. VI (8. VII). 1894, კრონშტადტი, – 8. IV. 1984, მოსკოვი], რუსი ფიზიკოსი, ინჟინერი, მეცნიერების ორგანიზატორი და საზოგადო მოღვაწე. სსრკ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1939). ნობელის პრემიის ლაურეატი 1943. 1957-იდან – სსრკ მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.
1919 დაამთავრა პეტროგრადის პოლიტექ. ინ-ტი. 1921–34 სამეცნ. მივლინებით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, მუშაობდა ე. რეზერფორდთან. 1922 კ-მ კემბრიჯში (ინგლისი) ჩამოაყალიბა ფიზ. სემინარი („კაპიცას კლუბი“), რ-ის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ ა. აინშტაინი, ნ. ბორი, პ. დირაკი, ვ. პაული, ვ. ჰაიზენბერგი. 1930–34 იყო მონდის სახ. ლაბორ-ის (კემბრიჯის უნ-ტი) დირექტორი. 1935 კ-მ დააარსა სსრკ მეცნ. აკად. ფიზ. პრობლემათა ინ-ტი (ამჟამად კაპიცას სახ. ფიზ. პრობლემათა ინ-ტი) და იყო მისი დირექტორი 1935–46 და 1955–84.
კ-მ ფუძემდებლური წვლილი შეიტანა დაბალი ტემპერატურების ფიზიკის, მძლავრი და ზემძლავრი მაგნიტური ველების, მძლავრი მაღალსიხშირული გამომსხივებლების განვითარებაში. 1938 აღმოაჩინა თხევადი ჰელიუმის ზედენადობის მოვლენა (სტალინური პრემია, 1943; ნობელის პრემია, 1978). 1939 დაამუშავა ჰაერის გათხევადების ახალი მეთოდი და ააგო სათანადო დანადგარი (სტალინური პრემია, 1941). იკვლევდა მაღალტემპერატურულ პლაზმას, კერძოდ, მაგნიტურ ველში ასეთი პლაზმის შეკავების საკითხებს და მართვადი თერმობირთვული სინთეზის პრობლემებს. იკვლევდა დინამიკური (არასტატიკური) სისტემების წონასწორობის მდგრადობას (`კაპიცას საქანი~), სფერული ელვის მოვლენას და სხვ.
კ-მ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ექსპერ. ფიზიკის განვითარებაში. აქტიურად თანამშრომლობდა ქართვ. მეცნიერებთან: ე. ანდრონიკაშვილთან, რ. ბაბლიძესთან, გ. გამცემლიძესთან, ი. მამალაძესთან, ნ. მუსხელიშვილთან, ვ. ჭავჭანიძესთან, გ. ხარაძესთან და მრავალ სხვა ფიზიკოსთან და საზ. მოღვაწესთან.
თხზ.: Электроника больших мощностей, М.,1962; Жизнь для науки, М., 1965; Теория, эксперимент, практика, М., 1966; Физические задачи, М., 1972; Collected papers, v. 1-3, Oxf., 1964-67.
ლიტ.: А л е к с е е в с к и й Н. Е., Петр Леонидович Капица (к 70-летию со дня рождения), «Успехи физических наук», 1964, т. 83, в. 4 (ახლავს ბიბლიოგრ.); А н д р о н и к а ш в и л и Э. Л., Воспоминания о жидком гелии, Тб., 1980; К е д р о в Ф. Б., Капица. Жизнь и открытия, М., 1979.
რ. ბაბლიძე
ი. ლომიძე