კაპოეტის ციხე, ისტორიული ციხესიმაგრე მდინარე ბზიფის ხეობაში. ზუსტი ადგილმდებარეობა ვერ დგინდება. შესაძლოა ეს იყოს გაგრის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფ. ბზიფის IX–X სს. ციხესიმაგრე. აქ თავი შეაფარა არაბებისაგან დევნილმა სომხეთის მეფე სუმბატმა, რ-იც 914 იძულებული შეიქნა დანებებოდა აბულ კასიმს.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ვახუშტი, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.
თ. ბერაძე