კაპრაშიანი

კაპრაშიანი, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის ახალქალაქის თემში (შიდა ქარ­თლის რეგიონი), მდ. თეძმის ხეობაში. ზ. დ. 700 მ, კასპიდან 19 კმ, მეტეხიდან (უახლოესი რკი­ნი­გზის სადგ.) 15 კმ. 34 მცხ. (2014).

სოფლის სამხრ.-დას-ით, მდ. თეძმის ­მარჯვ. ნაპირზე, დგას გვიანდ. შუა საუკუნეების საქრისის დარბაზული ეკლესია.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.