კაპრებისმთა

კაპრებისმთა, მთა საჩხერისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ლიხის ქედზე, მდ. ჭერათხევის (სურამულის ­მარცხ. შენაკადი) ზემოწელში. ზ. დ. 1182 მ. აგებულია იურული პორ­ფი­რიტული წყებისაგან. აქვს მოვაკებული წვერი და დამრეცი კალთები. აღმ. და სამხრ. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, მთის წვერი – მდელოს ბალახეულით.

მ. უთმელიძე